ახალი ამბები

15:02 | 05 აპრილი, 2022 — უკრაინა

კვლევა: უკრაინელი ლტოლვილების თითქმის 80% დაბრუნებას აპირებს

უკრაინელი ლტოლვილების თითქმის 80%, რომლებიც რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან წავიდნენ, დაბრუნებას აპირებენ.

კვლევა რაზუმკოვის ცენტრმა ჩაატარა, რომლის შედეგებიც 4 აპრილს გამოქვეყნდა.

გამოკითხულთა 79.2%-მა განაცხადა, რომ აპირებს დაბრუნებას, 9.9% - არ აპირებს, 10.9%-ს - უჭირს პასუხის გაცემა.

გამოკითხვა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საგუშაგოებზე ჩატარდა. ეს საგუშაგოებია: "უჟგოროდი", "მალი ბერეზნი" და "ჩოპ". 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე