ახალი ამბები

15:57 | 03 აპრილი, 2026

ლიეტუვა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

ლიეტუვა და ლატვია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს აქვეითებენ.

რუსეთის ელჩს ლიეტუვაში ქვეყნის დატოვება დაევალა, დაიხურება რუსეთის საკონსულო კლაიპედაში და მოსკოვს ლიეტუვის ელჩიც დატოვებს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განხორციელებულ კონკრეტულ ღონისძიებებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

მასალა განახლებადია.


ასევე ნახე