ახალი ამბები

12:14 | 12 ივნისი, 2026 — რუსეთი

მაისში უკრაინულმა დრონებმა მტრის 180,000 სამიზნეს დაარტყეს - სირსკი

11 ივნისს, უკრაინის მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი უპილოტო სისტემების განვითარების ყოველთვიურ შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა.

უპილოტო სისტემების შედეგიანობა: გენერლის თანახმად, მხოლოდ 2026 წლის მაისში უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა მტრის თითქმის 180,000 სამიზნეს დაარტყეს, რაც 12,7%-ით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით.

  • უკრაინა 1.5-ჯერ უფრო მეტ FPV დრონს იყენებს, ვიდრე საოკუპაციო არმია.
  • წლის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინულმა დრონებმა ფრონტზე იმდენი რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, რომ ეს დანაკარგი 12,500-ით აჭარბებს იმ ახალ ძალას, რომელიც მოსკოვმა თავის უპილოტო ქვედანაყოფებში საერთოდ მოიზიდა
  • მხოლოდ მაისში, უკრაინულმა მხარემ მტრის 4,000-მდე „შაჰედის“ ტიპის დამრტყმელი დრონი გაანადგურა - 27%-ით მეტი, ვიდრე აპრილში; პარალელურად კი დაარტყა რუსული დრონების ოპერატორთა თითქმის 10,000 პოზიციას.
  • მტრის უპილოტო აპარატების ოპერატორთა ბაზებზე მიტანილი იერიშების ეს რაოდენობა დოქტრინულ გარდატეხაზე მიუთითებს: უკრაინული არმია აქცენტს აკეთებს უკვე არა მხოლოდ ჰაერში მყოფი სამიზნეების განადგურებაზე, არამედ უშუალოდ რუსი ოპერატორების მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობების დეგრადაციაზე. ოპერატორთა ქვედანაყოფების განადგურება მტერს უსპობს შესაძლებლობას, მოცემული ლოკაციიდან დამატებითი დრონები გაუშვას.

პროგრამა „საშუალო რადიუსის დარტყმები“: 2026 წლის მაისში უკრაინამ საშუალო მანძილზე 2,000-მდე იერიში განახორციელა.

  • სამიზნეებს შორის აღმოჩნდა მტრის 414 შტაბი, მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილები და სხვა სტრატეგიული ობიექტები.

მიწისზედა რობოტიზებული სისტემები: უკრაინულმა მიწისზედა რობოტიზებულმა სისტემებმა მაისში 12,500-ზე მეტი მისია შეასრულეს, თანაც ფრონტის ხაზის ყველაზე სახიფათო მონაკვეთებზე.

  • მათ მოვალეობაში შედიოდა საბრძოლო მასალისა და სურსათის მიწოდება, დაჭრილთა ევაკუაცია და სხვა დამხმარე ფუნქციები.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე