საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატებს "ევროპის დასუსტება სურს" და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, "არ აღიარონ ძლიერის კანონი."
ვითარების არსი: Le Monde წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა აშშ ევროპის დასუსტების მცდელობაში დაადანაშაულა დონალდ ტრამპის მუქარის გამო, რომელიც გრენლანდიისა და დანიის მხარდამჭერი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს.
- დავოსში გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა მსოფლიო გააფრთხილა ისეთ რეალობაში შესვლის შესახებ, სადაც "ძლიერის კანონი" მოქმედებს და ევროპას მოუწოდა, "ეს პასიურად არ მიიღოს."
- "ევროპამ უნდა დაიცვას მულტილატერალიზმი (მრავალმხრივობა - რედ.), რომელიც ემსახურება ჩვენს ინტერესებს და ყველას ინტერესებს, ვინც უარს ამბობს უხეშ ძალას დაემორჩილოს," - თქვა მაკრონმა.
ჩაშლილად: საფრანგეთის ლიდერმა ევროპელებს ერთობლივი გადაწყვეტილებებისა და დიალოგისკენ მოუწოდა. მაგალითად მან მოიყვანა ევროპული მისია გრენლანდიაში დონალდ ტრამპის მუქარის საპასუხოდ, ასევე დისკუსიები "დიდი შვიდეულის" ფარგლებში.
- "ევროპას აქვს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები და ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ, როდესაც პატივს არ გვცემენ და როდესაც თამაშის წესებს არ იცავენ," - ხაზი გაუსვა მაკრონმა.
- მან იგულისხმა ამერიკული ტარიფების საწინააღმდეგო მექანიზმები, რომელთა გამოყენებასაც ევროკავშირი განიხილავს.
დიდი სურათი: გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ფრანგ კოლეგასთან მიმოწერის ფრაგმენტი, რომელშიც ემანუელ მაკრონი გაკვირვებას გამოხატავდა ვაშინგტონის ქმედებების გამო გრენლანდიასთან დაკავშირებით.
- მანამდე ტრამპმა ევროპას ურჩია, გრენლანდიის ნაცვლად რუსეთ-უკრაინის ომზე გაამახვილოს ყურადღება. ხოლო 17 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დააანონსა ტარიდების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ ეთანხმებიან მის მიერ გრენლანდიის აშშ-ისთვის შეერთებას.