16:12 | 31 აგვისტო, 2026 — უკრაინა
მასკი მზადაა, კიევს Starlink-იანი დრონებით რუსეთის სიღრმეში დარტყმების ნება დართოს - FT
ილონ მასკი მზად არის, უკრაინას Starlink-ის სისტემით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების ნებართვა მისცეს რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის. ამის შესახებ მასკმა მანამდე უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს განუცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი ავრცელებს.
ვითარების არსი: გამოცემის წყაროების განცხადებით, მასკმა უკრაინულ მხარეს განუმარტა, რომ მიუხედავად მისი თანხმობისა, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და ის თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს.
- FT აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე ამაზე თანახმა არ არის.
წინარე ისტორია: მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასკს თხოვნით მიმართა, დაერთო ნება Starlink-ით აღჭურვილი დრონების გამოყენებაზე რუსეთის საზღვრის სიღრმეში, 200 კმ-ის მანძილზე, რათა გაენადგურებინათ ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები.
- უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის შეფასებით, ეს გადამწყვეტ როლს ითამაშებდა უკრაინის ქალაქების სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვაში.
- FT-სთან ინტერვიუში ფედოროვმა უარი თქვა მასკთან საუბრების დეტალების გამჟღავნებაზე და არ გააკეთა კომენტარი გამოცემის წყაროების ინფორმაციაზე მილიარდერის მზადყოფნის შესახებ.
- უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა არც იმ შეკითხვას უპასუხა, გეგმავს თუ არა მასკთან შეხვედრას და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მასთან კონტაქტს ინარჩუნებს.