13:50 | 08 აგვისტო, 2026 — რუსეთი
მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ზე უარი უთხრა
რუსული ბალისტიკური რაკეტების საფრთხის მოსაგერიებლად, უკრაინას სურდა Starlink-ის თანამგზავრები გამოეყენებინა რუსეთის სიღრმეში მდებარე სარაკეტო გამშვები დანადგარების დასაბომბად.
ვითარების არსი: The Atlantic წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანია SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი უარს ამბობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასეთი შესაძლებლობა მისცეს.
- გამოცემის თანამოსაუბრეთა ცნობით, ამ თხოვნით მასკს უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა მიმართა, რომელმა წლის დასაწყისში მასკი დაითახნმა რუსული ჯარებისთვის სისტემა დაებლოკა. ის ამას "კულისებს მიღმა გზებით" აკეთებს.
- მცდელობების მიუხედავად, როგორც ფედოროვთან დაახლოებული წყაროები აღნიშნავენ, "ამ ეტაპზე დადებითი გადაწყვეტილება არ არსებობს."
- წყაროების თქმით, მასკი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე დაჟინებით საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმების ხელშეწყობის შემთხვევაში ომის ესკალაციის რისკი არსებობს.
სტრიქონებს შორის: ამჟამად უკრაინულ ჯარებს რუსულ ობიექტებზე შეტევა Starlink-ის სისტემის გამოყენებით მხოლოდ უკრაინის ოფიციალურად აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში შეუძლიათ, ყირიმისა და ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით.
- მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივლისს თეთრ სახლში შეხვედრისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნება დაერთო გამოიყენონ Starlink რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე დრონებით დარტყმებისას.
- უკრაინული თავდაცვითი კომპანია Fire Point-ის თანადამფუძნებელმა დენის შტილერმანმა განაცხადა, რომ დრონების Starlink-ის მოდულებით აღჭურვა საშუალებას მისცემთ უფრო ზუსტად დაარტყან მოძრავ სამიზნეებს რუსეთის ფედერაციაში.
- "ისრების ჩამოგდების ნაცვლად, ჩვენ დავარტყამთ მშვილდოსნებს," - თქვა მან.
- შტილერმანმა ხაზი გაუსვა, რომ SpaceX-ის თანამგზავრული კავშირი გამოიყენება ფრონტის ხაზის გასწვრივ დაზიანების ზონის შესაქმნელად, თუმცა რუსეთში სისტემის გამოყენების წყალობით შესაძლებელი იქნება "დაზიანების ზონის 500 კმ-მდე გაფართოება" და პოტენციურად ციმბირამდეც კი.
კონტექსტი: ორი კვირის წინ მასკმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს, ომის შეჩერება კი მხოლოდ მოსკოვთან დათმობებზე წასვლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.