16:49 | 04 სექტემბერი, 2026
მელონი 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობის იუბილეს აღნიშნავს
ჯიორჯა მელონის მინისტრთა კაბინეტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობა გახდა.
არსებული ვითარება: 4 სექტემბერს მელონის მთავრობას 1413 დღე შეუსრულდა, რითიც გააუმჯობესა სილვიო ბერლუსკონის მეორე კაბინეტის მიერ დამყარებული რეკორდი 2001-2005 წლებში.
- იტალიის რესპუბლიკის 80-წლიანი ისტორიის განმავლობაში 68-დან არცერთ მთავრობას არ დაუსრულებია თავისი 5-წლიანი ვადა.
- მელონის კაბინეტი ახალი რეკორდის აღსანიშნად იტალიის სამხრეთში, ქალაქ ბარიში საზეიმოდ შეიკრიბებიან წინასაარჩევნო ღონისძიებაზე.
ჩაშლილად: "სტაბილურობა არ არის სატრაბახო - ეს მინიმალური პირობაა, რომელიც ერს დაგეგმვის, გადაწყვეტილებების მიღების, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და პატივისცემის დამსახურების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი მთავრობის მიღწევები თვალსაჩინოა, მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის თუ რამდენი რამ გვაქ გასაკეთებელი"- წერს მელონი თავის სოციალურ ქსელში
- მელონიმ, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა პრაგმატული მიდგომის მეშვეობით შეძლო თავიდან აეცილებინა კრიზისები და კოალიციური მოკავშირეების განდგომა, რაც მისი წინამორბედი მთავრობების წარუმატებლობის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო.
- მაშინ, როდესაც უწყვეტი პოლიტიკური კრიზისებისა და არასტაბილურობის ფონზე ევროპის სხვა უმსხვილეს სახელმწიფოებში რამდენიმე მთავრობა შეიცვალა მელონიმ შეძლო იმავე კოალიციის შენარჩუნება, რომლითაც დაიწყო მმართველობა.
კონტექსტი: მოსალოდნელია, რომ სტაბილურობა მელონის მომდევნო საარჩევნო კამპაანიის ერთ-ერთი მთავარი თემა და საყრდენი იქნება, რომელიც 2027 წლის მიწურულსაა ჩანიშნული.