მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:57 | 04 სექტემბერი, 2026 — იტალია

მელონის მთავრობამ იტალიის ხელისუფლებაში ყოფნის რეკორდი დაამყარა

პარასკევს, 1413 დღე გავიდა, რაც ჯორჯა მელონის მთავრობა იტალიას მართავს. ამით ის იტალიის რესპუბლიკის ისტორიაში, დიქტატორ ბენიტო მუსოლინის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მთავრობა ხდება.

ვითარების არსი: Euractiv-ის ცნობით, მოქმედმა მთავრობამ ხანგრძლივობით გადაასწრო სილვიო ბერლუსკონის მეორე მთავრობას, რომელიც 1412 დღის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

  • მელონის პარტია "იტალიის ძმები" ამ მოვლენას საჯაროდ აღნიშნავს.
  • სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ბარიში მისი პარტიის ათასობით მხარდამჭერს ელოდებიან. იტალიის პრემიერი მათ სიტყვით მიმართავს, აქციის ლოზუნგი კი ასეთია: "ყველაზე სტაბილური მთავრობა - უფრო ძლიერი იტალია."

სტრიქონებს შორის: Euractiv ხაზს უსვამს, რომ მელონი აღარ არის ის პოლიტიკური ფენომენი, რომელიც ხელისუფლებაში 2022 წლის ოქტომბერში მოვიდა.

  • იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მთავარი კითხვაა რამდენ ხანს გაგრძელდება მელონისა და მემარჯვენე ძალების დომინირება იტალიურ პოლიტიკაში.
  • მელონის პარტია "იტალიის ძმები" საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ლიდერობს და დაახლოებით 26%-ს აგროვებს, თუმცა ამ ზაფხულის რამდენიმე გამოკითხვის შედეგებით, მელონის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის საერთო უპირატესობა შემცირდა მემარცხენე-ცენტრისტულ ბლოკთან შედარებით. 
  • თუმცა, მემარცხენე-ცენტრისტებს, რომლებიც ახლა ცდილობენ გაერთიანდნენ "ფართო ველის" (campo largo) გარშემო - რაც მოიცავს მემარცხენე-ცენტრისტულ და უფრო მემარცხენე ძალებს - კვლავ არ ჰყავთ მკაფიო ლიდერი. 

დიდი სურათი: იტალიაში შემდეგი არჩევნები 2027 წლის სექტემბერში უნდა ჩატარდეს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს.

  • ცოტა ხნის წინ, ჯორჯა მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თავის დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მელონიმ განაცხადა, რომ არ ნანობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მჭიდრო კავშირების დამყარების მცდელობებს, მიუხედავად საჯარო უთანხმოებებისა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე