მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:06 | 04 სექტემბერი, 2026 — აშშ

მოლდოვაში რუმინეთისა და აშშ-ს არმიების მონაწილეობით სწავლება იწყება

4-19 სექტემბერს მოლდოვაში ჩატარდება ერთობლივი სამხედრო სწავლება "ცეცხლოვანი ფარი" რუმინეთისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით.

ვითარების არსი: მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ამასთან დაკავშირებით ეროვნულ გზებზე სასწავლო ცენტრებისკენ სამხედრო ტექნიკა იმოძრავებს. სამხედროების ტანსპორტირება ღამის საათებში განხორციელდება, რათა ხელი არ შეეშალოს საგზაო მოძრაობას.

  • სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვის არმიის ქვეითი და საარტილერიო დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს კარაბინერთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები, ასევე რუმინეთის არმიისა და აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის ეროვნული გვარდიის სამხედროები.

სტრიქონებს შორის: სწავლება ჩატარდება ჩრდილოეთის, ცენტრალურ და სამხრეთის გარნიზონებში მდებარე სამხედრო ნაწილების სასწავლო ცენტრებში. ის მიზნად ისახავს სამი ქვეყნის არმიებს შორის ოპერატიული თავსებადობის ამაღლებას.

  • მოლდოვაში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ მოლდოვის ხელმძღვანელობით ჩატარებული სწავლება ხელს უწყობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას, ოპერატიული მზადყოფნის ამაღლებასა და ეროვნული არმიის საშტაბო სტრუქტურებს შორის კოორდინაციას.
  • "შეერთებული შტატები ამაყობს ამ სწავლებაში მონაწილეობით, მოლდოვის ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ჩვენი უფრო ფართო ძალისხმევის ფარგლებში," - განაცხადეს საელჩოში.

დიდი სურათი: სწავლება "ცეცხლოვანი ფარი" ყოველწლიურად, 2015 წლიდან ტარდება.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე