ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი ანკ ბილეველდი გადადგა. მისი და საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის მიზეზი ავღანეთიდან ჰოლანდიის მოქალაქეების და ლტოლვილების ევაკუაციის არაეფექტურად ორგანიზებაა.
ბილეველდი თავდაპირველად გადადგომას არ აპირებდა, თუმცა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კრიტიკის ობიექტი აღმოჩნდა და საბოლოოდ მისივე პოლიტიკურმა ძალამ აიძულა გადადგომა.
თავდაცვის მინისტრის გადადგომა ნიდერლანდების სამთავრობო კოალიციაში შიდა უთანხმოებებს დაემთხვა. ბილეველდს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ფერდინანდ გრაპერჰაუსი ჩაანაცვლებს.