ახალი ამბები

12:23 | 29 მაისი, 2023 — რუსეთი

ოკუპირებულ ბერდიანსკში უკრაინელებმა რუსების 5 ობიექტი დაბომბეს

კვირას, ღამით, ოკუპირებულ ბერდიანსკში აფეთქებების ხმა გაისმა და რუსების პოზიციებზე უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმები დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას ბერდიანსკის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 5 დარტყმა რუსეთის პოზიციებზე ბერდიანსკის თემში! რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი არაეფექტურობა. ჩვენ ვხარობთ თქვენთან ერთად. ველოდებით დეტალებს და ოფიციალურ დადასტურებას გენერალური შტაბისგან." - აცხადებს ადმინისტრაცია.

БердянсЬк Сьогодні-ს ცნობით, "სოფელ ანდროვკაში ძალიან დიდი ხმაური იყო, კვამლის სვეტი ამოდის."

სოფელ ნოვოტროიცკოეში ასევე სამჯერ გაისმა აფეთქების ხმა.

ბერდიანსკის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ აფეთქებების ხმები აეროპორტიდანაც ისმოდა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე