ახალი ამბები

12:47 | 09 აგვისტო, 2026 — აშშ

პენტაგონმა თავდაცვით კომპანიებს შეიარაღების წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა - WP

პენტაგონმა ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს მოუწოდა, სწრაფად გაზარდონ შეიარაღების წარმოება და მიწოდება.

ვითარების არსი: The Washington Post-მა მოიპოვა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მემორანდუმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სტივ ფაინბერგმა ოთხშაბათს თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ მათ მაქსიმუმ 21 დღე აქვთ იმ გეგმების წარსადგენად, რომლებიც ითვალისწინებს "მიწოდების გრაფიკის მნიშვნელოვან დაჩქარებას, უფრო აგრესიულ ვადებს და კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტების წარმოების გაზრდას."

  • "წარმოების მრავალწლიანი ციკლები მიუღებელია. ჩვენ მკვეთრად უნდა დავაჩქაროთ ჩვენი პროგრამების განხორციელების გრაფიკები და დაუყოვნებლივ გავაფართოოთ საწარმოო სიმძლავრეები." - აღნიშნა ფაინბერგმა.

სტრიქონებს შორის: ეს დირექტივა აშშ-ში შეიარაღების დეფიციტის ფონზე გამოქვეყნდა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა.

  • მანამდე WP წერდა, რომ ირანთან ომის მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში აშშ-მა გაისროლა 850-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა Tomahawk, ასევე Patriot-ისა და THAAD-ის სისტემების 1000-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტა.
  • ასევე, საბრძოლო მოქმედებების პირველ კვირებში აშშ-მა 1300-ზე მეტი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.

დიდი სურათი: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პენტაგონი აქტიურად ცდილობს შეიარაღების მიწოდების ტემპის გაზრდას.

  • კერძოდ, ორშაბათს გამოცხადდა ჩარჩო შეთანხმება კომპანიებთან Northrop Grumman და Lockheed Martin, რაც ითვალისწინებს Patriot Advanced Capability-3 (PAC-3)-ისა და THAAD-ის რაკეტების წარმოების გაზრდას.
  • ტრამპმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ში ირანთან ომის ფონზე საბრძოლო მასალების დეფიციტია. მისი თქმით, აშშ-ს საბრძოლო მასალების "უზარმაზარი" მარაგები აქვს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე