15:00 | 22 ივლისი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
პუტინი მოლაპარაკებებს მხოლოდ დონბასის სრული დაპყრობის შემდეგ დაუბრუნდება - Bloomberg
რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც დონეცკის ოლქს სრულად დაიკავებს.
ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ვითარების არსი: მასალის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პუტინს პირდება, რომ დონეცკის ოლქზე სრულ კონტროლს 2026 წლის ბოლომდე დაამყარებს.
- თუმცა, უწყებასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, სამხედროების ნაწილი ამ ვადას არარეალურად მიიჩნევს და პროცესის 2027 წლამდე გაჭიანურებას ელის.
- დონბასთან ერთად, კრემლი გეგმავს რუსეთის მიერ უკვე დაკავებული სუმისა და ხარკივის ოლქების სასაზღვრო ტერიტორიების შენარჩუნებასაც, „ბუფერული ზონების“ სტატუსით.
- რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ბუფერული ზონის მიზანი „უკრაინული ფორმირებების“ ქვეყანაში შეჭრის პრევენცია და ქალაქებისა და სოფლების უკრაინული არტილერიისა და დრონებისგან თავის დაცვაა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინმა ტერიტორიულ დათმობებზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც კრემლმა ჩათვალა, რომ ვაშინგტონმა უკან დაიხია 2025 წლის აგვისტოში, ანკორიჯის სამიტზე მიღწეული არაფორმალური შეთანხმებებიდან.
- ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ალასკაში მხოლოდ წინადადებები განითხილებოდა და ოფიციალური შეთანხმება არ შემდგარა.
კონტექსტი: კრემლის პოზიციის გაუხეშება ასევე გამოიწვია უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა დარტყმებმა და დონალდ ტრამპის მხარდაჭერამ ახალ სანქციებზე, რაც რუსული ნავთობის მყიდველებს 100%-იანი ტარიფებით ემუქრება.
- ამჟამად ყველაზე მძიმე ბრძოლები კონსტანტინოვკისთვის მიმდინარეობს. ამ ლოგისტიკური ჰაბის დაკარგვა რუსეთს გზას უხსნის უკრაინის მთავარი ქალაქებისკენ - კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ.
- უკრაინა კი ცეცხლის შეწყვეტას არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ ითხოვს.