დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

15:17 | 12 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

პუტინი მზადაა, უკრაინაზე დარტყმები მხოლოდ არჩევნების დღეს შეაჩეროს - პესკოვი

ორშაბათს კრემლმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ "ენერგეტიკულ ზავსა" და ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნაზე.

ვითარების არსი: პესკოვმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, მიღწეულია თუ არა რეალური შეთანხმება: "კონტაქტები გრძელდება. როცა რამე გვექნება სათქმელი, აუცილებლად გაცნობებთ". 

  • მოსკოვი უარყოფს კიევის მიერ შეთავაზებულ 60-დღიან ზავს. პესკოვის თქმით, პუტინს სურს "გრძელვადიანი მშვიდობა" და არა დროებითი ზავი.

  •  პესკოვის მტკიცებით, პუტინი მზადაა, უკრაინაზე დარტყმები მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღეს შეაჩეროს. კრემლში მიიჩნევენ, რომ 60 დღე ზელენსკის არა არჩევნებისთვის, არამედ ძალების აღსადგენად სჭირდება.

  • საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ზელენსკიმ "ამოსუნთქვა არ დაიმსახურა", რუსეთი მის დაპირებებს აღარ ენდობა და ომში საკუთარი მიზნების მიღწევას აგრძელებს.

კიევის პოზიცია: ორშაბათს, ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩართვისას, ზელენსკიმ რუსეთი ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა რიტორიკული კითხვა დასვა: "რატომ არ დებს აშშ დიზელის მიწოდებაზე გარიგებას უკრაინასთან? ჩვენ ვმოქმედებთ იმაზე, იმოძრავებენ თუ არა გემები. ჩვენ ვწყვეტთ, იმუშავებენ თუ არა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები".

კონტექსტი: გასულ უქმეებზე ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა და უკრაინაში ლიდერის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

  • საპასუხოდ, ზელენსკიმ 60-დღიანი სრული ზავი მოითხოვა, რასაც ტრამპის მხრიდან "ენერგეტიკული ზავის" გამოცხადება მოჰყვა.
  • თუმცა,ტრამპის განცხადების მიუხედავად, რუსეთმა უკრაინის ელექტროსადგურებზე დარტყმები გააგრძელა.

  • Axios-ის წყაროს ცნობით, თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ზავი მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ეხება და მოსკოვს მასზე ოფიციალური თანხმობა ჯერ არც განუცხადებია.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე