12:28 | 30 სექტემბერი, 2026 — ოკუპირებული აფხაზეთი
პუტინმა გუნბას "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა.
რა თქვა: "პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ, მიიღეთ გულწრფელი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული არის აფხაზი ხალხის სიმტკიცის, სიმამაცისა და ერთიანობის სიმბოლო, რომელმაც დაიცვა თავისი კანონიერი უფლება თავისუფალ და მშვიდობიან ცხოვრებაზე. - წერია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
- როგორც პუტინი მილოცვაში წერს "რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს მეგობრული, მოკავშირეობრივი ხასიათი აქვს".
ჩაშლილად: პუტინის გარდა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის "პრემიერ-მინისტრ" ვლადიმირ დელბას "გამარჯვების დღე" მიულოცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა.
- "რუსეთის ფედერაციის სახელით და პირადად ჩემგან გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ, გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესასწაულს.