ახალი ამბები

16:41 | 28 ივლისი, 2026 — რუსეთი

პუტინმა მომავალი 3 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტად კვლავ ომის დაფინანსება გამოაცხადა

"უახლოესი სამი წლის ბიუჯეტის მომზადებისას სამხედრო ხარჯები პრიორიტეტად დარჩება" - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.

ვითარების არსი: პუტინმა განცხადება რუსეთის დუმის VIII მოწვევის დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა.

  • პუტინმა დასავლეთი "რუსოფობიური მანქანის" ამოქმედებასა და სანქციების "მსოფლიო რეკორდებში" დაადანაშაულა და თქვა, რომ "არავის და არასდროს" არ გამოუვა "რუსი ხალხის გატეხა".
  • "ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ხელისუფლების ინსტიტუტები ყალიბდება სუვერენულ საწყისებზე, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში, რუსეთი მზად არის ქვეყნის დასაცავად, საზოგადოებასთან ერთად, გადამწყვეტი პასუხი გასცეს ნებისმიერ მტრულ ნაბიჯს". - თქვაა პუტინმა.
  • მისი თქმით, "ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების" გარდა, 2027-2029 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტი "პირველხარისხოვანი სოციალური ამოცანების გადაჭრა" უნდა გახდეს.

ჩაშლილად: 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში მთავრობას თავდაპირველად 12.9 ტრილიონი რუბლი ჰქონდა გათვალისწინებული მუხლით "ეროვნული თავდაცვა".

  • თუმცა ფაქტობრივად სამხედრო ბიუჯეტი გეგმას 4-5 ტრილიონი რუბლით გადააჭარბებს, - განუცხადეს ივნისში გამოცემა Bloomberg-ს სიტუაციაში ჩახედულმა წყაროებმა. 
  • გარდა ამისა, წყაროების თქმით, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო 2-3 ტრილიონი რუბლის ოდენობის ვალის აღებასაც გეგმავს.
  • უკრაინასთან ომზე ბიუჯეტის ფაქტობრივმა ხარჯებმა პირველი კვარტლის შედეგებით უკვე მიაღწია 5.9 ტრილიონ რუბლს. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, არმიასა და იარაღის წარმოებაზე დანახარჯები 29.9%-ით გაიზარდა, 2024 წლის იანვარ-მარტთან შედარებით - 68.7%-ით, 2023 წელთან შედარებით - 129%-ით, ხოლო თუ 2022 წლის პირველ კვარტალს შევადარებთ - 4.6-ჯერ.
  • 2022 წლიდან მოყოლებული, უკრაინასთან ომი რუს გადასახადის გადამხდელებს 53.079 ტრილიონი რუბლი, ანუ 746.6 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ეს თანხა ფარავს ჯანდაცვის მიმდინარე საბიუჯეტო ხარჯების 28 წელს, განათლების ხარჯების 30 წელს და ისეთი მსხვილი რეგიონების 100 წლიურ ბიუჯეტს, როგორებიცაა კრასნოიარსკის მხარე ან სვერდლოვსკის ოლქი.
  • ფინანსთა სამინისტრომ დღგ 22%-მდე გაზარდა, თუმცა დეფიციტმა პირველი ნახევრის შედეგებით უკვე თითქმის 6 ტრილიონ რუბლს მიაღწია. წლის ბოლოსთვის ხაზინაში "ხვრელი" შესაძლოა 7 ტრილიონამდე გაიზარდოს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე