22:13 | 06 სექტემბერი, 2026 — გერმანია
"რეკორდული მხარდაჭერა"- ექსტრემისტული AfD ადგილობრივ არჩევნები იმარჯვებს
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის მიერ ექსტრემისტულ გამოცხადებული პარტია, "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ხმათა 45%-ით იმარჯვებს საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებში - ეს პარტიის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ვითარების არსი: იმავე მიწაზე გამართულ წინა არჩევნებზე პარტიას 20%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა - ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომელიც 2022 წლიდან მოყოლებული საქსონია-ანჰალტის ყველა არჩევნებში იმარჯვებდა, ამჯერად ხმათა მხოლოდ 18%-ს აგროვებს.
- მესამე ადგილზე 9.5%-ით ულტრა-მემარცხენე პარტია გადის, მათ ნახევარი პროცენტით ჩამორჩებიან "მწვანეები", 8% აქვს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD), 5%-იანი ბარიერის ზღვარზეა სარა ვაგენკნეხტის კავშირი, ხოლო თავისუფალი დემოკრატები 2%-ით პარლამენტს მიღმა დარჩენენ.
- წინა არჩევნებთან შედარებით საგრნოძლად (16%-ით) გაიზარდა აქტივობა და ჯამურად 76%-ს გადააჭარბა.
ჩაშლილად: ჯერჯერობით გაურკვეველია შეძლებს თუ არა "ალტერნატივა გერმანიისთვის" სრული უმრავლესობის მოპოვებას და რეგიონის მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტებას - ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ საბოლოოდ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს და როგორ განაწილდება დარჩენილი ადგილები.
- სხვა ბარიერ გადალახული პარტიები AfD-სთან თანამშრომლობას გამორიცხავენ - პარტიის ადგილობრივი დანაყოფი 2023 წლიდან მოყოლებული გერმანიის დაზვერვის სამსახურს "დამტკიცებულად მემარჯვენე ექსტრემისტულ" დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული.
- თუ პარტიას ეყოფა მანდატები მთავრობის დასაკომპლექტებლად, ეს იქნება პირველი შემთხვევა გერმანიის თანამედროვე ისტორიაში, როდესაც ფედერალური მიწის მთავრობაში ამ სტატუსი მქონე პოლიტიკური ძალა აღმოჩნებდა.
დიდი სურათი: AfD-ის პროგრამა ითვალისწინებს მკაცრ საიმიგრაციო შეზღუდვებს, უკრაინის დახმარების შეწყვეტას და უკრაინელი დევნილების სამშობლოში დაბრუნებას, ასევე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას და მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას.
- ამასთანავე საგარეო პოლიტიკა გერმანიის კონსტიტუციის მიხედვით ფედერალური მთავრობის კომპეტენცია და პარტია მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაშიც ვერ შეძლებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას.
- გერმანელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ AfD-ის მიერ რეგიონული მთავრობის დაკომპლექტება უსაფრთხოების რისკებს შეიცავს და არსებობს რისკი, რომ ისინი საიდუმლო და მგრძნობიარე, მათ შორის ქვეყნის ძალოვან უწყებებთან დაკავშირებული ინფორმაციას რუსეთს გადასცემენ.