ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) უკრაინაში მისი პერსონალის სრული ევაკუაცია გადაწყვიტა.
ორგანიზაციის თანამშრომლების გაყვანა დაუყოვნებლივ დაიწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ეუთოს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებას მოჰყვა.