ახალი ამბები

15:26 | 01 აპრილი, 2026 — რუსეთი

რუსებმა დონეცკის ოლქში ტრავმატოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს

22 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ლიმანში, "ურაგანის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით რეგიონალური ტრავმატოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ Telegram-ში დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა

"ჭურვების პირდაპირმა დაცემამ ხანძარი და ნგრევა გამოიწვია როგორც საავადმყოფოში, ასევე მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებში", - წერს კირილენკო.

მისივე თქმით, ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს და ასაფეთქებელი ობიექტები გამნაღმველებმა გაანეიტრალეს.

"ჩვენ გულდასმით ვაფიქსირებთ დამპყრობელთა დანაშაულებს. რუსები და მათი სახელმწიფო, რომელმაც ნგრევა და სიკვდილი მოუტანა ჩვენს მიწას, ყველაფერს გადაიხდის!" - აღნიშნა კირილენკომ.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე