დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:13 | 11 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

რუსეთი იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანიების მმართველების მკვლელობებს გეგმავს - FT

შეიარაღების მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანიის ხელმძღვანელი, არმინ პაპირგერი, რომლის მკვლელობის სქემა გერმანულმა პოლიციამ 2024 წელს გაშიფრა.

რუსეთი მომდევნო თვეებში იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელების ლიკვიდაციის გეგმებს ააქტიურებს - შესაბამისი გაფრთხილებები საკუთარი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისგან კომპანიების მესვეურებმა უკვე მიიღეს.

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ხუთ ევროპულ სადაზვერვო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვითარების არსი: გამოცემის წყაროს ცნობით, შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების ლიდერთა ლიკვიდაცია მხოლოდ ნაწილია რუსეთის იმ მასშტაბური გეგმისა, რომლის მთავარი მიზანი მომდევნო თვეებში ევროპაზე წნეხის გაზრდაა.

  • სადაზვერვო უწყებების მონაცემებით, საფრთხე ემუქრებათ არა მხოლოდ მსხვილ მწარმოებლებს, არამედ შედარებით მცირე ზომის სტარტაპების ხელმძღვანელებსაც, რომლებიც უკრაინისთვის დრონებს ან მათ კომპონენტებს ამზადებენ.

ჩაშლილად: "რუსეთის საფრთხის დონე გასულ თვეებში მკვეთრად გაიზარდა არა მხოლოდ თავდაცვის ობიექტების, არამედ კონკრეტული პირების მიმართ", - ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.

  • პირადი დაცვის გაძლიერების რეკომენდაცია გერმანიის საშინაო დაზვერვის სამსახურისგან (BfV) უკვე მიიღეს გერმანელმა ბიზნესმენებმა.

  • გასული თვეების განმავლობაში პირადი დაცვა უკვე გააძლიერა რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელმა, რომლებიც უკრაინასთან აქტიურად თანამშრომლობენ.

დიდი სურათი: მსგავს ოპერაციებს ტრადიციულად რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო (GRU) ატარებს. წყაროების ცნობით, უწყება აქტიურად იყენებს არაპროფესიონალებსა და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებს.

  • ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო უწყებებმა უკვე გამოავლინეს და გაანეიტრალეს რუსეთის სპეცსამსახურების რამდენიმე მსგავსი ოპერაცია.

  • ამასთანავე, ევროპელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ფსიქოლოგიური წნეხია: "მათ სურთ დააშინონ ადამიანები, ვინც უკრაინასთან თანამშრომლობს", - ამბობს ერთ-ერთი წყარო.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე