რუსი ოკუპანტების მსხვერპლი უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან (24 თებერვლიდან 22 მარტამდე) დაახლოებით 15.3 ათასი ადამიანია. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესცენტრი იტყობინება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ასეთია:
- ტანკები - 509
- ჯავშანმანქანები - 1556
- საარტილერიო სისტემები - 252
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 80
- ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები - 45
- თვითმფრინავები - 99
- ვერტმფრენები - 123
- საავტომობილო ტექნიკა - 1000
- გემები/კატერები - 3
- საწვავითა და საპოხი მასალებით დატვირთული მომარაგების ავტომობილები - 70
- უპილოტო საფრენი აპარატები - 35
- სპეცტექნიკა - 15
"მონაცემების დაზუსტება გრძელდება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა", - ნათქვამია განცხადებაში.