17:01 | 22 ივლისი, 2026 — რუსეთი
რუსეთის დუმამ უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის უფლებების ჩამორთმევის კანონები მიიღო
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა ერთბაშად მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს ორი კანონპროექტი, რომლებიც წასული მოქალაქეებისთვის უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
ემიგრაციაში წასული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ კანონი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მათ წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
ვითარების არის: დეპუტატებს დოკუმენტების დებულებებზე არ უმსჯელიათ, ხოლო მათი დამტკიცება 23 წუთს გაგრძელდა.
- კანონპროექტის შესახებ ისაუბრა დუმის თავმჯდომარემ, ვისაჩესლავ ვოლოდინმა და მისაღებ დოკუმენტებს "გადაგვარებულების წინააღმდეგ მიმართული კანონი" უწოდა.
- განხილვამდე სახელმწიფო დუმის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვასილი პისკარიოვმა განაცხადა, რომ ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს 100-ზე მეტი საშიში დამნაშავის გადმოცემაზე უთხრეს უარი.
- პისკარიოვს ასევე მიაჩნია, რომ ასეთ ადამიანებს უკრაინის ან დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები იბირებენ.
- "ისენი არიან არა მხოლოდ უცხოეთის აგენტები, არამედ ექსტრემისტები, ტერორისტები არიან. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სასჯელი მათ მაინც წამოეწევათ". - განაცხადა ვოლოდინმა.
- კანონპროექტს დაუჭირა პარლამენტში მყოფმა ფსევდოპოზიციურმა კომუნისტურმა პარტიამ, რომლის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას კანონის გაფართოებასა და გაძლიერებაზე ილაპარაკა.ს შემდეგ დეპუტატებმა ერთსულოვნად მისცეს ხმა კანონპროექტს მესამე მოსმენით.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეების ნაწილს ფაქტობრივად ჩამოართმევს სამოქალაქო უფლებებს
- იგი ითვალისწინებს იმ ადამიანთა სიის შექმნას, რომლებიც წავიდნენ რუსეთიდან და თავიდან იცილებენ სასჯელის აღსრულებას ნებისმიერი სისხლის სამართლის მუხლით.
- ამ სიაში მოხვედრილ ადამიანებს, სხვა შეზღუდვებთან ერთად, აეკრძალებათ რუსეთში არსებული ფულითა და ქონებით სარგებლობა, ასევე საზღვარგარეთ საკონსულო მომსახურების მიღება.