ახალი ამბები

17:16 | 07 ივლისი, 2026 — რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედროების ფრონტზე დაბრუნების კანონს ამზადებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის მეხუთე წელს პირველად მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ფრონტიდან ჭრილობების ან დაავადებების გამო დაბრუნდნენ.

კანონპროექტის მიხედვით, დაშავებული ჯარისკაცების სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობა სამედიცინო შემოწმების გარეშე გადაწყდება.

ვითარების არის: კანონი "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" განსაზღვრავს იმ დასახიჩრებებისა და დაავადებების სიას, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ფრონტზე ჯანმრთელობაშერყეულ სამხედროებს უფლება აქვთ ვადაზე ადრე დაითხოვონ ჯარიდან.

  • თუმცა, მათი შემოწმების წესი საკანონმდებლო დონეზე აქამდე დარეგულირებული არ არის. თავდაცვის სამინისტროს ამის გაკეთებას მხოლოდ ახლა აპირებს.
  • რუსეთის არმიიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვადაზე ადრე დათხოვნა, კანონით "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ", შესაძლებელია სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის ორი კატეგორიის შემთხვევაში - "უვარგისი" და "შეზღუდულად ვარგისი".
  • კანონის თანახმად, ვარგისიანობის კატეგორიას ადგენს სამხედრო-სამედიცინო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თერაპევტი, ქირურგი, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ოკულისტი, ოტორინოლარინგოლოგი, სტომატოლოგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - სხვა სპეციალისტებიც. ისინი დასკვნებს ანალიზებისა და გამოკვლევების საფუძველზე აკეთებენ და შეუძლიათ პირი პოლიკლინიკაში ან სტაციონარში გაგზავნონ გამოსაკვლევად.
  • თუ სამხედროს დაავადებათა და დასახიჩრებათა ნუსხის საფუძველზე სამსახურისთვის უვარგისად აღიარებენ და მას არ სურს ჯარში დარჩენა, ის უნდა ჩამოწერონ.

სტრიქონებს შორის: გამოცემა BBC-მა გაარკვია, ეს პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს, რომელიც აქამდე მხოლოდ ფრონტზე წაყვანილ პატიმრებზე ვრცელდებოდა. მედიას საპატიმროდან ფრონტზე წასული ოლეგ შიკინის ისტორია მოყავს მაგალითად.

  • 2024 წელს პატიმარი შიკინი საპატიმროდან ფრონტზე წავიდა, მოიერიშედ მსახურობდა და ნაღმზე აფეთქდა.
  • ის ჰოსპიტალში თავის ქალაში არსებული ნამსხვრევებით, დაზიანებული მარცხენა თვალით, გატეხილი შუბლის ძვლით, სახისა და მტევნის დამწვრობით, ასევე მკერდის, ხელებისა და ფეხების ჭრილობებით მოხვდა.
  • თავის ქალის ტრეპანაციისა და მკურნალობის შემდეგ, მამაკაცი სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გაგზავნეს. კომისიამ რეკომენდაცია გაუწია, რომ მოიერიშე, რომელსაც თავში ტიტანის ფირფიტა აქვს და თვალი აქვს დაზიანებული, ჯერ ერთი თვით შვებულებაში გაეშვათ, როგორც "დროებით უვარგისი", და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეწყვიტათ, შეეძლო თუ არა მას ბრძოლა.
  • შიკინმა ნიჟნი ნოვგოროდის გარნიზონის სასამართლოში იჩივლა, რომ შვებულების შემდეგ ის უკანონოდ დააბრუნეს ფრონტზე მოიერიშედ. მეთაურმა კი სასამართლოში წარადგინა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მისი დაქვემდებარებული მსროლელთა ათეულში ჩარიცხეს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე