17:01 | 05 სექტემბერი, 2026 — საფრანგეთი
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა უკრაინის დახმარების შესახებ იკამათეს
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა უკრაინის დახმარების საკითხზე იკამათეს - მიზეზი ულტრა-მემარჯვენე პარტიის დაპირებაა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეწყვეტენ უკრაინის დახმარებას.
ვითარების არსი: ონლაინ კამათი პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერს, მარინ ლე პენსა და საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ედუარდ ფილიპს შორის გაიმართა.
- კამათის მიზეზი "ეროვნული გაერთიანების" ვიცე-პრეზიდენტის ლუი ალიოს კომენტარი გახდა, რომელმაც BFMTV-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ მათი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში "გადაკეტავდნენ ონკანს" - უკრაინის დახმარებას.
- "განათლების სისტემა და ჯანდაცვა მთელი ეკონომიკა გამოფიტვის ზღვარზეა, მაგრამ კვლავ პოულობენ ფულს იარაღის დასაფინანსებლად, მაგრამ ვინ იხდის ამის საფასურს"- თქვა ალიომ.
ჩაშლილად: ალიოს კომენტარს გამოეხმაურა ედუარდ ფილიპი, რომელიც ამ მომენტისთვის პარტია Horizons-ის ლიდერი და ერთ-ერთი ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატია.
- "ონკანის გადაკეტვა რუსეთის სამსახურში ჩადგომის ტოლფასია. უკრაინის დასუსტება, რისკენაც მიისწრაფვის მარინ ლე პენი საფრთხეს უქმნის ევროპის და საფრანგეთის უსაფრთხოებას. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შევუშალო"- თქვა ფილიპმა.
- ფილიპს მალევე და მკვეთრად გამოეხმაურა ლე პენი და განაცხადა, რომ საერთაშორისო არენაზე მისი მიღწევების ჩამონათვალი ისეთივე მწირია როგორც პრემიერის პოსტზე = "ომის დაწყების მომენტიდან მოვოწუდებდი საფრანგეთს მოეწვია დიდი სამშვიდობო კონფერენცია და ხელი შეეწყო ამ საშინელი ომის დასრულებისთვის, რომელმაც უკვე იმსხვერპლა 2 მილიონი ადამიანი."
- საპასუხოდ ფილიპმა ლე პენს მოსკოვთან ახლო კავშირები შეახსენა და ის "სისუსტესა და კრემლის პოზიციაზე დანაშაულებრივ მორგებაში" ამხილა - "არის დიქტატორი-აგრესორი და არის დემოკრატია, რომელსაც თავს დაესხნენ, მათი გათანაბრება არა დიპლომატია, არამედ დანაშაულებრივი სისუსტეა."
კონტექსტი: საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ტრადიციულად 2 ტურად მომდევნო წლის მაის-ივნისში გაიმართება.
- ფრანგული ტელევიზიების (M6; RTL) დაკვეთით აგვისტოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მარინ ლე პენი არჩევნების პირველ ტურში სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებს (35%) ყველა კანდიდატთან.
- ედუარდ ფილიპს რეიტინგი ამ კვლევის მიხედვით 17% შეადგენს - დაახლოებით ამ დონეზეა ულტრა-მემარცხენე პარტიის, 75 წლის ლიდერის, ჟან-ლუკ მელონშონის მხარდაჭერაც, თუმცა ფილიპისგან განსხვავებით ბოლო თვეებში მისი რეიტინგი მზარდია.