22 ივნისს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ბუნდესტაგში ისაუბრა.
ბუნდესკანცლერი უკრაინას კვლავინებურად ჰპირდება გრძელვადიან სამხედრო დახმარებას, თუმცა გამორიცხავს, რომ ომში მყოფი ქვეყანა ახლო მომავალში NATO-ს წევრი გახდეს.
"არსებულ სიტუაცია ჯანსაღად უნდა შევაფასოთ,"- აღნიშნა შოლცმა, რომლის თქმითაც, უკრაინის მთავრობა თავადვე აღიარებს, რომ ქვეყანა ომის დასრულებამდე NATO-ში ვერ შევა.
"ამდენად, გთავაზობთ, ვილნიუსის სამიტზე ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე, კერძოდ კი უკრაინის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებაზე,"- განაცხადა მან ბუნდესტაგის წინაშე.
გერმანიის კანცლერის თანახმად, მისი ქვეყანა, სხვა დასავლელ პარნტიორებთან ერთად მუშაობს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების შესამუშავებლად:
ვილნიუსში NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება, სადაც მოკავშირეები უკრაინის შემდგომ დახმარებაზე იმსჯელებენ.