ახალი ამბები

20:00 | 02 აპრილი, 2026 — სლოვაკეთი

სლოვაკეთის პრემიერი: უკრაინას C-300-ის სისტემა უკვე გადავეცით

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი ამბობს, რომ უკრაინას მათ საკუთრებაში არსებული C-300-ის სისტემები უკვე გადასცეს

"მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ უკვე გადავეცით C-300-ის საჰაერო სისტემები, უკრაინის მოთხოვნის შესაბამისად რათა დავეხმაროთ თავდაცვაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ",- განაცხადა ედუარდ ჰეგერმა.

იმის შესახებ, რომ სლოკავეთი უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების ანტი-საჰაერო სისტემების გადაცემას აპირებდა CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე