22:35 | 07 ივნისი, 2026 — სომხეთი
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო აქტივობამ თითქმის 59%-ს მიაღწია
2026 წლის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა თითქმის 59%-მა მიიღო.
ამის შესახებ რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვააგნ ოვაკიმანმა განაცხადა.
დეტალები: არჩევნებში სომხეთის 1 476 597 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 58.97%-ს შეადგენს.
- ქვეყნის მასშტაბით 2005 საარჩევნო უბანი მუშაობდა, რომლებიც 20:00 საათზე დაიკეტა.
- უკანასკნელად სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2021 წელს გაიმართა. შედარებისთვის ვადამდელ არჩევნებზე 1 281 911 ადამიანი, ანუ ამომრჩეველთა 49.41% მივიდა.
შედეგები: ნიკოლ ფაშინიანის პარტიის, "სამოქალაქო კონტრაქტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ფაშინიანის პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
- მმართველი პარტია აცხადებს, რომ მათ ხმების 56.7% მიიღეს, ხოლო პრო-რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის "ძლიერმა სომხეთმა" - 17.5%.
- ოფიციალური შედეგები რამდენიმე საათის შემდეგ გახდება ცნობილი.