ახალი ამბები

15:47 | 16 ივნისი, 2026 — აშშ

ტრამპი: ირანში რეჟიმის შეცვლა არასდროს მაინტერესებდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში შეხვდა.

ვითარების არსი: ირანთან აშშ-ის შეთანხმების შესახებ საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მას "არასდროს აინტერესებდა რეჟიმის შეცვლა", თუმცა კვლავ იმეორებს თავის მოსაზრებას, რომ ისლამურ რესპუბლიკაში ამდენი მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია, ფაქტობრივად, რეჟიმის შეცვლის ტოლფასია.

  • "თქვენ საუბრობთ რეჟიმის შეცვლაზე. მე რეჟიმის შეცვლა არასდროს მაინტერესებდა. ეს არასდროს ყოფილა [გეგმის] ნაწილი. მაგრამ, ვფიქრობ, რეჟიმის შეცვლა მაინც მიიღეთ, რადგან ყველაზე კარგად იცით - პირველი ჯგუფი, ისინი ყველანი დახოცილები არიან. მეორე ჯგუფი - ისინიც დახოცილები არიან. მესამე ჯგუფის ნაწილიც აღარ არის," - ხაზს უსვამს აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ხელისუფლების ეშელონებზე მინიშნებით.
  • "ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიან რაციონალურები არიან. მათთან საქმის დაჭერა სასიამოვნო იყო. ისინი ძლიერი, ჭკვიანი ხალხია. ვფიქრობ, სინამდვილეში ისინი პირველ და მეორე ჯგუფზე უფრო ჭკვიანებიც კი არიან, თუმცა არ არიან რადიკალიზებულები და, იცით, თავიანთი ქვეყნის დახმარებას ცდილობენ," - აღნიშნა მან.

სტრიქონებს შორის: "მე არ მჯერა რეჟიმის შეცვლის. წლების განმავლობაში ვადევნებდი თვალს რეჟიმის ცვლილებებს. ეს არასდროს ამართლებს. ეს უბრალოდ [ბუნებრივად] უნდა მოხდეს." - შეაჯამა ამერიკის პრეზიდენტმა.

  • თებერვლის ბოლოს, ომის პირველ დღეს, ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანზე დარტყმების მიზანი რეჟიმის დამხობა იყო და ირანელ ხალხს მოუწოდა, გამოეყენებინათ შანსი საკუთარი მთავრობის ხელში ჩასაგდებად: "თქვენი თავისუფლების საათი ახლოვდება."
  • "როდესაც დავასრულებთ, ხელში აიღეთ ძალაუფლება. ის თქვენი იქნება. ეს, სავარაუდოდ, თქვენი ერთადერთი შანსი იქნება მომავალი თაობების განმავლობაში," - განაცხადა მან მაშინ.

დიდი სურათი: დიდი შვიდეულის სამიტზე მან კატარის ემირი, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შეაქო.

  • "კატარი არის ქვეყანა, სადაც ხალხი ასე პატივს სცემს ემირს და ასე პატივს სცემს პრემიერ-მინისტრს. სწორედ ასე უნდა იმართებოდეს ქვეყანა. ის უნდა იმართებოდეს პატივისცემით და არა შიშით," - აღნიშნა პრამპმა.
  • "როგორც იცით, მიმდინარე წლის დასაწყისში ირანში აქციების დროს სულ მცირე 42 ათასი მომიტინგე მოკლეს" - პრეზიდენტმა ამას "მძიმე ამბავი" უწოდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე