ახალი ამბები

15:23 | 11 აგვისტო, 2026 — აშშ

ტრამპი: მე ირანის ბანკირი ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით აშშ-ს სამი სტრატეგია აქვს: "ვაკეთოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ - უბრალოდ მივყვეთ დინებას და ვუყუროთ, რამდენად ცუდად აქვთ საქმეები, რადგან მათ 300%-იანი ინფლაცია აქვთ." 

ვითარების არსი: "მათ ვალუტას თითქმის არანაირი ფასი არ აქვს. ისინი თავიანთ ჯარისკაცებს ხელფასს ვერ უხდიან. მათი ჯარისკაცები მიდიან. ასე რომ, უბრალოდ იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. ეკონომიკური თვალსაზრისით, მათთან სრული ქაოსია. მათ არ შეუძლიათ ფულის სესხება. ჩვენ ვაკონტროლებთ მათ ფულს, ეს ფული კი ბევრი იყო. მე მათ ბანკირი ვარ," - აღნიშნა მან.

  • გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკულმა არმიამ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დაამყარა.
  • მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სრუტე ნაღმებისგან გაწმინდეს და "ახლა ის ღიაა."
  • პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "ერთადერთია, ვინც ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს." 

სტრიქონებს შორის: სამხედრო ვითარებაზე ტრამპმა კიდევ უფრო კონკრეტულად ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში აშშ-ს ყოფნა "ფოლადის კედლის" როლს ასრულებს.

  • მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანული ძალები "დროდადრო ყრიან ნაღმებს," აშშ მათ პოულობს და ანადგურებს.
  • ომამდე ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა.
  • ჰორმუზის სრუტის ოფიციალურად და სრულად გახსნის სანაცვლოდ, თეირანი კვლავ ითხოვს ამერიკული საზღვაო ბლოკადის შეწყვეტას, ასევე კომპენსაციის გადახდას.
  • ტრამპმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ირანის მოთხოვნებმა მას "საინტერესო იდეა" გაუჩინა. მისი აზრით, ირანმა პირიქით - თავად უნდა აუნაზღაუროს ზარალი შეერთებულ შტატებს.

დიდი სურათი: გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა საბრძოლო მასალის დეფიციტზეც ისაუბრა, რის მიზეზადაც ბაიდენის მიერ უკრაინის დახმარება დაასახელა.

  • "საბრძოლო მასალის ნაკლებობის მიზეზი ის არის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა. მათ არ უყვართ ამაზე საუბარი. მე არ ვმუშაობ უკრაინასთან. მე იარაღს ევროკავშირს გადავცემ. მათ აქვთ ფული და ისინი სრულად დოლარებში იხდიან. ჩვენ საბრძოლო მასალას ევროკავშირს ვყიდით, გამანადგურებლებს ვყიდით, ყველაფერს ვყიდით და ისინი აკეთებენ იმას, რაც სურთ. ისინი მას უკრაინას გადასცემენ," - აღნიშნა ტრამპმა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე