დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:54 | 10 ოქტომბერი, 2026 — აშშ

ტრამპი: პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის იმპორტზე შეთანხმებას მივაღწიეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და მასთან მიაღწია შეთანხმებას ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე რუსული დიზელის საწვავის ექსპორტის შესახებ. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.

ვითარების არსი: ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლახან დაასრულა "არაჩვეულებრივად წარმატებული საუბარი" პუტინთან, რომლის დროსაც გადაწყდა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 ათას ტონაზე მეტ დიზელის საწვავს ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს, კიდევ 500 ათას ტონას - ნოემბრის განმავლობაში, ხოლო 1 მილიონ ტონას - ამის შემდეგ უახლოეს ხანში.

  • "გარდა ამისა, დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთი შემდგომში, უმოკლეს ვადებში, მიაწვდის 3 მილიონ ტონა დიზელის საწვავს. ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსული ენერგორესურსების შესახებ ამ შესანიშნავი სიახლის წყალობით, დიზელის საწვავზე ფასები ამერიკელებისთვის და, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდება, და ეს მოხდება სწრაფად," - დაწერა ტრამპმა.
  • მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელებისთვის ფასების შემცირება მისი მთავარი პრიორიტეტია.

სტრიქონებს შორის: აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ საგარეო აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მეშვეობით გასცა გენერალური ლიცენზია №135, რომელიც რუსული წარმოშობის დიზელის საწვავის გაყიდვის, მიწოდების, ჩამოტვირთვისა და იმპორტის ოპერაციებს უშვებს.

  • საწვავის ფასების საკითხი მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, რომლებიც 3 ნოემბერს ჩატარდება.
  • უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება: "იცით, ეს პუტინისთვის დაბადების დღის საჩუქარს ჰგავს. ეს სრულიად საშინლად გამოიყურება."
  • წარსულში ტრამპი საწვავზე ფასების ზრდაში უკრაინას ადანაშაულებდა, რადგან უკრაინული დრონების სამიზნე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია.

დიდი სურათი: საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, აშშ-ის შუალედური არჩევნებზე დემოკრატების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად აღემატება ტრამპისა და რესპუბლიკელების მხარდაჭერას. სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას ექნება, ხოლო სენატში უმრავლესობის საკითხი ბუნდოვანია, რადგან რამდენიმე შტატში კანდიდატების მხარდაჭერა თანაბარია.

  • რესპუბლიკური პარტიის დაბალი პოპულარობა ძირითადად გამოწვეულია ეკონომიკური პრობლემებით, განსაკუთრებით ინფლაციითა და გაძვირებული საწვავით.
  • საზოგადოებაში დონალდ ტრამპის საქმიანობით კმაყოფილება კრიტიკულად დაბალია და მისი მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ, 30%-35%-იან ნიშნულამდე შემცირდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე