ახალი ამბები

10:54 | 15 ივლისი, 2026 — აშშ

ტრამპის თქმით, თუ ირანი შეთანხმებაზე არ წავა, ქვეყანაში "არავინ დარჩება"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააძლიერა ზეწოლა ირანზე აშშ-სთან შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და განაცხადა, რომ ქვეყანაში "არავინ დარჩება", თუ ეს არ მოხდება.

ვითარების არსი: CNN-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა ირანელებს მიმართა: "უმჯობესია შეთანხმება გააფორმოთ. თქვენგან არავინ დარჩება."

  • მან აღნიშნა, რომ აშშ "ძალიან ფრთხილად ეპყრობა მშვიდობიან მოსახლეობას."
  • ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს გზავნილი ირანს გადაეცა მისი წარმომადგენლების ბოლო კომუნიკაციის დროს, რომელიც, მისივე თქმით, "დაახლოებით ერთი საათის წინ" შედგა.
  • კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ირანი გააფორმებს ასეთ შეთანხმებას, ტრამპმა უპასუხა: "ისინი ვალდებულნი არიან. არ ვიცი, გააკეთებენ ამას თუ არა."

სტრიქონებს შორის: შეერთებული შტატები და ირანი უკვე მეოთხე ღამეა ერთმანეთის ობიექტებს ბომბავენ, მას შემდეგ რაც ჩაიშალა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

  • მედიის ცნობით, გასულ კვირას ტრამპმა ოფიციალურად შეატყობინა კონგრესს ირანზე სამხედრო დარტყმების განახლების შესახებ, რითაც დაიტოვა უფლება, თეირანს 60 დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე დაესხას თავს.

დიდი სურათი: 15 ივლისის ღამეს ამერიკელმა სამხედროებმა ირანულ სამიზნეებზე დარტყმების მორიგი სერია დაიწყეს და ირანული პორტებისკენ მიმავალი გემების საზღვაო ბლოკადა განაახლეს.

  • აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა "განაახლა იმ გემების საზღვაო ბლოკადა, რომლებიც ირანის პორტებისა და სანაპირო ზონებისკენ ან იქიდან გადაადგილდებიან." 

  • CENTCOM-ში განაცხადეს ჰორმუზის სრუტის სიახლოვესა და ირანის სანაპირო რაიონებში ათობით სამხედრო ობიექტის განადგურების შესახებ.


  • ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირანმა შვიდი სავაჭრო გემი დაბომბა, რის შედეგადაც ეკიპაჟის თითქმის ათი წევრი დაიღუპა, დაიკარგა ან დაშავდა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე