თურქეთმა არ შემოუშვა შავ ზღვაში რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო გემები, რომლებიც ბოსფორის სრუტეში შესვლის ნებართვას რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდებოდნენ.
კერძოდ საუბარია წყნარი ოკეანის ფლოტის კრეისერ Варяг-ზე და ანტი-სანავო Адмирал Трибуц-ზე, რომლებიც 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში შენიშნეს. არსებული ინფორმაციით სამხედრო გემები მუდმივი ბაზირების პორტში, ვლადივასტოკისკენ მიემართებოდა.
შავი ზღვის აუზის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის, ხელმძღვანელის ანდრეი კლიმენკოს ცნობით, გემები 2 თებერვლიდან მოყოლებული ხმელთაშუა ზღვაში იდგნენ და თურქეთის ხელისუფლებისგან ნებართვის მიღების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.