მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:27 | 04 სექტემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

უახლოეს დღეებში ტრამპის ემისრები მოსკოვს და კიევს ეწვევიან

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უახლოეს დღეებში ამერიკის შუამავლობით განახლდება მოლაპარაკებები რუსეთთან - სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები ეწვევიან მოსკოვს და კიევს. 

არსებული ვითარება: დაგეგმილი შეხვედრების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეო მიმართვაში განაცხადა. 

  • "ჩვენ ვიმედოვნებთ, შევხვდეთ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებს აქ, კიევში. გვაქვს დასტური. ისინი შეხვედრებს გამართავენ მოსკოვშიც. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრები უახლოეს დღეებში შედგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია"- თქვა ზელენსკიმ. 

  • ცნობების დადასტურების შემთხვევაში ეს დონალდ ტრამპის ემისრების პირველი ვიზიტი იქნება კიევში. 

ჩაშლილად: რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TACC) ცნობით, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ჯერ მოსკოვში ჩავლენ და იქიდან კიევში გაემგზავრებიან - წყაროს ცნობით, ვიზიტი 5-6 სექტემბერს შედგება. 

  • დამოუკიდებელი უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ის წყაროს ცნობით, კიევში ვიზიტი დაგეგმილია, თუმცა შესაძლოა მაინც გაუქმდეს, რადგანაც უიტკოფი თავს არაკომფორტულად გრძნობს. 
  • "რუსებს არ უნდათ, რომ ისინი კიევში ჩამოვიდნენ და კუშნერი ტრადიციულად ძალიან მგრძნობიარეა მათი სენტიმენტების მიმართ. მათ ეუბნებიან, რომ კიევში ჩასვლა საშიშია." 

კონტექსტი: ამერიკის შუამავლობით რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები მიმდინარე წლის თებერვალში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ შეჩერდა. 

  • უკრაინული მხარე უკვე მრავალი თვეა ითხოვს ტრამპის წარმომადგენლების ჩასვლას კიევში, რომელშიც ამ დრომდე არ ყოფილან.











price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე