13:42 | 04 სექტემბერი, 2026 — უკრაინა
უიტკოფს კიევში გამგზავრება არ სურს, რადგან რუსები ეუბნებიან, რომ ეს "საშიშია" - Kyiv Independent
უკრაინულმა გამოცემა Kyiv Independent-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უახლოეს დღეებში კიევში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ალტერნატიულ გეგმებს განიხილავენ რუსეთის მხრიდან დაშინების გამო.
ვითარების არსი: გამოცემის წყაროს ცნობით, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვსა და კიევში ვიზიტს 5-6 სექტემბერს გეგმავდნენ, თუმცა უიტკოფს უკრაინის დედაქალაქში ჩასვლის "შიში აქვს."
- "რუსებს არ სურთ, რომ ისინი აქ, კიევში ჩამოვიდნენ, უიტკოფი კი ყოველთვის მგრძნობიარედ რეაგირებს რუსეთის განწყობებზე. იქ მათ ეუბნებიან, რომ ეს საშიშია," - განაცხადა გამოცემის წყარომ.
სტრიქონებს შორის: ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობა დაადასტურეს.
- კიევი რუსული რეაქტიული დრონების უწყვეტი დაბომბვის ქვეშაა - 4 სექტემბრის მონაცემებით, თავდასხმები ზედიზედ მეცხრე დღეა გრძელდება.
დიდი სურათი: რუსული მედია წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ვიზიტამდე მოსკოვში 5-6 სექტემბერს ჩავლენ.
- ამავდროულად, 25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ეწვია. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტიდან "შესაძლოა, რამე გამოვიდეს."