ახალი ამბები

00:43 | 24 აგვისტო, 2022 — რუსეთი

უკრაინა: ჩამოვაგდეთ რუსული Ka-52

რუსმა დამპყრობლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი საბრძოლო ვერტმფრენი Ka-52 დაკარგეს, იტყობინება უკრაინის გაერთიანებული ძალების პრესსამსახური 23 აგვისტოს.

"უკრაინის სახელმწიფო დროშის დღეს თავდაცვის ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს Ka-52 ვერტმფრენი", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბის 23 აგვისტოს მონაცემებით, რუსი დამპყრობლების დანაკარგები დაახლოებით 45500 დაღუპული სამხედრო, 234 თვითმფრინავი და 198 ვერტმფრენია.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე