რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 58 150 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე 28 სექტემბერს განაცხადა.
დღის განმავლობაში 400-მდე რუსი ჯარისკაცი განადგურდა.
დამპყრობლების სხვა დანაკარგები ასეთი იყო:
- ტანკები - 2312 (+6);
- ჯავშანტექნიკა - 4889 (+8);
- საარტილერიო სისტემები - 1381 (+3);
- ზალპური ცეცცხლის რეაქტიული სისტემები - 331;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 175;
- თვითმფრინავი - 262 (+1);
- ვერტმფრენი - 224;
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 989 (+12);
- ფრთოსანი რაკეტები - 242 (+1);
- გემები / ნავები - 15;
- საავტომობილო ტექნიკა და ტანკერები - 3742 (+12);
- სპეცტექნიკა - 131.
"მტერს ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით ჰქონდა", - ნათქვამია განცხადებაში.