ახალი ამბები

13:55 | 09 ივლისი, 2026 — რუსეთი

უკრაინამ ბოლო 96 საათში აზოვის ზღვაში რუსეთის 35 ხომალდს დაარტყა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და კოორდინირებულ ოპერაციას ახორციელებენ.

ბოლო 96 საათის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა აზოვის ზღვასა და შავი ზღვის აკვატორიაში მტრის „ჩრდილოვანი ფლოტის“ და სხვა დანიშნულების 35 ხომალდს დაარტყეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აღნიშნული ტანკერები, ბორნები და სხვა სახის გემები საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის და ოკუპირებული ყირიმისა თუ სამხრეთის ფრონტზე მყოფი რუსული ჯარების საწვავით მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.

  • რუსული სამხედრო ბლოგერების ცნობით, რუსეთის სარდლობამ ვერ უზრუნველყო ტანკერების ჯგუფური დგომის საჰაერო თუ საზღვაო დაცვა, რამაც ისინი იოლ სამიზნეებად აქცია.
  • ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინა უწყვეტად ესხმის თავს აზოვის ზღვასა თუ შავი ზღვის აკვატორიაში მოძრავ რუსულ ხომალდებს.

კონტექსტი: საზღვაო ოპერაციის პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ღამით დარტყმა მიაყენა რუსეთის საზღვრიდან 500 კილომეტრზე მეტით დაშორებულ ორ მსხვილ ნავთობბაზას ტვერისა და სტავროპოლის მხარეში.

  • ორივე ობიექტზე მასშტაბური ხანძარია. უპილოტო სისტემების ეს კომბინირებული შეტევა პირდაპირ მიმართულია კრემლის სამხედრო ლოგისტიკის ჩამოშლისკენ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე