დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:11 | 13 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

უკრაინამ "ლუკოილის" ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

რუსეთში, ვოლგოგრადში მდებარე "ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი მოხდა.

ხანძრის მიზეზი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების იერიში გახდა.

ვითარების არსი: ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა ქალაქის "სამხრეთ სამრეწველო ზონაში მდებარე საწარმოში" ხანძრის შესახებ განაცხადა.

  • გამოცემა "ასტრას" მიერ ჩატარებულმა OSINT-ანალიზმა აჩვენა, რომ საუბარია ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
  • გამოცემის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა, ადგილობრივი მოსახლეობა მრავალრიცხოვან აფეთქებებზე საუბრობს.
  • როგორც "ასტრა" წერს, თავდასხმის შემდეგ რეგიონში ბენზინის გასამართ სადგურებზე რიგები გაჩნდა.

კონტექსტი: ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა "ლუკოილს" ეკუთვნის და წელიწადში დაახლოებით 14.8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

  • ის რუსეთში ერთ-ერთი უდიდესია და სამხრეთ რეგიონებს ბენზინით, დიზელისა და საავიაციო საწვავით ამარაგებს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე