ახალი ამბები

10:55 | 04 აგვისტო, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე მსხვილი იერიში მიიტანა

4 აგვისტოს ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, მოსკოვის ოლქზე მსხვილი იერიში მიიტანა.

უკრაინული დრონების სამიზნე კომპანია Wildberries-ის სამამდე საწყობი გახდა, რომელთაგან სულ მცირე ორმა დაზიანება მიიღო.

ვითარების არსი: მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, უკრაინული იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

  • ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ომის დაწყების შემდეგ, აქამდე მოსკოვის ოლქში უკრაინული იერიშის შედეგად 3 ადამიანზე მეტი არ დაღუპულა.
  • აქამდე რუსეთის დედაქალაქის რეგიონზე დრონების ყველაზე მსხვერპლიანი შეტევები იყო შარშან, 11 მარტის იერიშები (როდესაც სამი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა), 17 მაისს (სამი დაღუპული და 17 დაშავებული) და 13 ივლისს (სამი დაღუპული და ხუთი დაშავებული).

ფართო ხედით: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 აგვისტოს ღამეს დრონები სულ რუსეთის 18 რეგიონს და ოკუპირებულ ყირიმს დაესხნენ თავს.

  • უწყების მტკიცებით საჰაერო თავდაცვამ 320 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
  • ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც დრონების იერიშის ქვეშ მოჰყვა, ლენინგრადის ოლქი გახდა, სადაც ხანძარი გაჩნდა Wildberries-ის საწყობში.
  • ეს უკვე Wildberries-ის 15 უდიდესი საწყობიდან მე-13-ეა, რომელზეც უკრაინამ იერიში მიიტანა.
  • Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი დრონმა ტვერის ოლქში დააზიანა.
  • ასევე, უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმა გამოაქვეყნეს კადრები სადაც სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძარია ასახული.

კონტექსტი: უკრაინელმა სამხედროებმა არსებითად გაზარდეს რუსეთის დაბომბვის ინტენსივობა.

  • თუ იანვარში, თავდაცვის სამინისტროს ანგარიშების თანახმად, რუსული საჰაერო თავდაცვა დღე-ღამეში საშუალოდ 118 დრონს აგდებდა, ივლისში ეს მაჩვენებელი სამჯერ - დღე-ღამეში 425 დრონამდე გაიზარდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე