ახალი ამბები

09:26 | 01 აპრილი, 2026 — რუსეთი

უკრაინელებმა ოდესის თავზე სამი კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ Telegram-ზე განაცხადა, რომ რუსები 29 სექტემბერს საღამოს კამიკაძე დრონებით ოდესასა და ნიკოლაევს დაესხნენ თავს.

"საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზღვის თავზე 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ქალაქ ოდესის უშუალო სიახლოვეს. მტრის დრონები კვლავ რჩება ცაში. ბრძოლა გრძელდება", - წერს ტიმოშენკო.

ნიკოლაევში, რეგიონული-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და ერთი კამიკაძე-დრონი კი ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაეცა. ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ ნიკოლაევში აფეთქების ადგილზე უკვე მუშაობენ მაშველები და სასწრაფო დახმარება.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე