ახალი ამბები

09:32 | 13 აგვისტო, 2026 — რუსეთი

უკრაინელმა სამხედროებმა ნოვოროსიისკში 4 რუსული ხომალდი დააზიანეს

12 აგვისტოს ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დაბომბეს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზა. რუსეთის ფლოტის ოთხმა სამხედრო ხომალდმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

ვითარების არსი: უკრაინის თავდაცვის ძალების გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის ფლოტის ოთხმა სამხედრო ხომალდმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება: 11356 პროექტის ორმა ფრეგატმა - "ადმირალ მაკაროვმა" და "ადმირალ ესენმა", 21631 პროექტის მცირე სარაკეტო ხომალდმა "ბუიან-მმა" და 22160 პროექტის საპატრულო ხომალდმა "ვასილი ბიკოვმა."

  • უკრაინის თავდაცვის ძალებში დააზუსტეს, რომ ფრეგატები "ადმირალი ესენი" და "ადმირალი მაკაროვი" "კალიბრის" ტიპის რაკეტების გადამტანები არიან.

სტრიქონებს შორის: გარდა ამისა, უკრაინული თავდასხმის შედეგად დაზიანდა:

  • რადიოლაციური სადგური 30Н6Е, რომელიც S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემის შემადგენლობაში შედის;

  • "გრუშოვაიას" ნავთობბაზის - "შესხარისის" ტერმინალის გვირაბი;

  • N3, N6 და N7 ნავთსადგომების ინფრასტრუქტურა.

დიდი სურათი: 12 აგვისტოს, უკრაინამ "პალიანიციის" დრონებითა და "ნეპტუნის" რაკეტებით ნოვოროსიისკში მდებარე რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზა დაბომბა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრანელმა სამხედროებმა "ჩაატარეს უნიკალური ოპერაცია ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის დასაზიანებლად, რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ბოლო მთავარი ფორპოსტია და ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრზე მეტი მანძილით არის დაშორებული."
  • მისი თქმით, დადასტურებულია, რომ დაზიანდა საჰაერო თავდაცვის პოზიციები და საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე