უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГУР) აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ კომპლექსური "ზომების" გატარება დაიწყო და ქალაქის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია.
"ქალაქში შევიდნენ ეროვნული გვარდიის "ელიტური" - ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული სამმართველოს ქვედანაყოფები. ისინი პოლიციის ნაწილებთან ერთად ცენტრისკენ მოძრაობენ. ცნობილია სამხედროების არაერთი დაკავებისა და ბლოკირების შესახებ." - აცხადებს უკრაინის დაზვერვა.
ГУР-ის თქმით, მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი მზადყოფნაშია.