უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ კიევის ალყის მარცხის ფონზე რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებს და დანარჩენ უკრაინას შორის „გამყოფი ხაზის“ გავლებას შეეცდება.
„პუტინი მთელი უკრაინის გადაყლაპვას ვერ შეძლებს. [კრემლი] უკრაინაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შექმნას ეცდება“, - აცხადებს ბუდანოვი.
1950-53 წლებში კორეის ნახევარკუნძულზე ომი ქვეყნის ორ ნაწილად გაყოფით დამთავრდა.
ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების „კვაზი-სახელმწიფოდ“ გაერთიანებას შეეცდება.
„ჩვენ უკვე ვხედავთ საოკუპაციო ძალების მცდელობას, მათ დაკავებულ ტერიტორიებზე მმართველობის პარალელური სისტემები შექმნან. ისინი ხალხს უკრაინულ ვალუტაზე უარის თქმას აიძულებენ“, - ამბობს დაზვერვის შეფი.
ცოტა ხნის წინ ლუჰანსკის ოკუპირებული ტერიტორიის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.