02:58 | 10 სექტემბერი, 2026
უკრაინის განცხადებით დრონი ზელენსკის თვითმფრინავს კინაღამ შეეჯახა
თვითმფრინავის ძრავზე მომუშავე რუსეთის რეაქტიული დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში უკრაინელი პრეზიდენტის თვითმფრინავს საშიშ დისტანციაზე მიუახლოვდა.
ვითარების არსი: ინცინდენტის შესახებ პირველად ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა - "ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს კინაღამ დრონი შეეჯახა, როდესაც ის კიშიონოვის აეროპორტიდან ასაფრენად ემზადებოდა"- თქვა იონას გარ სტიორემ.
- მოგვიანებით ნორვეგიელი ლიდერის განცხადება დაადასტურა უკრაინელმა წყარომ, რომელიც ინცინდეტის მომენტში საპრეზიდენტო ბორტზე იმყოფებოდა - მისი თქმით, საუბარია "შაჰედის" ტიპის რეაქტიულ დრონზე, რომელიც საავიაციო ძრავზე მუშაობს.
ჩაშლილად: ინცინდეტი მაშინ მოხდა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში, მეფის დაკრძალვის ცერემონიაზე მიემგზავრებოდა.
- მოლდოვის მთავრობაში ადასტურებენ, რომ დაახლოებით იმ საათებში, როდესაც უკრაინელი პრეზიდენტის თვითმფრინავი კიშიონოვის აეროპორტში იმყოფებოდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა რუსული დრონი, რომელიც უკრაინის მხრიდან მიფრინავდა.
- ინცინდენტს მოლდოვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ქვეყნის მთავარ აეროპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოჰვა.