ახალი ამბები

03:46 | 03 აპრილი, 2026 — რუსეთი

უკრაინის მთავრობის საიტზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

უკრაინის მინისტრთა საბჭოს ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, საიტი ამ დრომდე არ მუშაობს. კიბერთავდასხმის შემდეგ, მთავრობის საიტზე განთავსდა ბანერი ბმულით, რომელიც სავარაუდოდ დავირუსებულ წყაროს წარმოადგენდა. 

მთავრობის ვებ-გვერდზე თავიდან განთავსდა ბანერი, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ ბანერს, რომელიც თავდამსხმელებმა 14 იანვრის კიბერთავდასხმის დროს გამოიყენეს. 

ამ დროისთვის ხარვეზებით მუშაობს, უკრაინის თავდაცვისა სამინისტროსა და უსაფრთხოების საბჭოს ვებ-გვერდიც. 


ასევე ნახე