საფრანგეთისა და უკრაინის სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება, როგორც ეს ვოლოდიმერ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა, პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. საფრანგეთის დედაქალაქში, 13 ივლისს "მოწადინეთა კოალიციის" შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინის დახმარებაზე იყო საუბარი.
რას მიიღებს უკრაინა: ზელენსკი კიევში მნიშვნელოვანი სიახლით დაბრუნდება: უკრაინამ მიიღო ნებართვა, რომ საკუთარ ქვეყანაში აწარმოოს ფრანგული ფრთოსანი რაკეტები, მაღალი სიზუსტის მართვადი ბომბები და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტები. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც უკრაინამ ახალი თაობის ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემები და "რაფალის" გამანადგურებლები შეუკვეთა.
- მაკრონის ამ განცხადებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთი დათანხმდა ლიცენზიის გაცემას უკრაინაში ფრანგული სამხედრო პროდუქციის წარმოებაზე. ეს ნაბიჯი, საშუალებას მისცემს კიევს, რომ გაზარდოს სამხედრო მარაგები, განსაკუთრებით იმ დროისთვის, როდესაც რუსეთი იერიშებს აძლიერებს.
დეტალურად: მთავარ სიახლეს საჰაერო თავდაცვის ახალი ერთობლივი სისტემა Freyja წარმოადგენს, რომელიც იაფი წარმოების ახალ ანტიბალისტიკურ რაკეტებს, FP-7.x-ს გამოიყენებს.
- ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს სისტემა „ლეგოს პრინციპით“ აეწყობა, სხვადასხვა ევროპული კომპანიის გამოცდილებას გააერთიანებს და მუშაობას 12 თვეში დაიწყებს.
- მისი მიზანი არსებული სისტემების ჩანაცვლება კი არა, ევროპის თავდაცვის შევსება და უფრო იაფი საჰაერო ფარის შექმნაა.
- ამასთანავე, კიევი საფრანგეთისა და იტალიისგან SAMP/T-ის უახლესი თაობის საზენიტო-სარაკეტო სისტემებსშეისყიდის, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების დასაჭერად არის გაუმჯობესებული.
ლიცენზიები წარმოებისთვის: საფრანგეთმა მისცა უკრაინას ლიცენზიები მაღალტექნოლოგიური იარაღის ადგილობრივი წარმოებისთვის. კიევი თავად გამოუშვებს:
- Aster 30 საზენიტო რაკეტებს (SAMP/T-ისთვის);
- AASM Hammer მართვად ავიაბომბებს;
- SCALP შორ მანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს [იგივე Storm Shadow].
ფრანგული Rafale-ები: პარიზი უკრაინას 16 ერთეულ უახლეს გამანადგურებელ Rafale-ს გადასცემს. ისინი უკრაინის ცაში 2028-2029 წლებში გამოჩნდებიან.
- საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ "მოწადინეთა კოალიციის" ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრიანის მეზობელ ქვეყნებში სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე, რაც მიზნად ისახავს, მრავალეროვანი სამხედრო დანაყოფების ჩამოყალიბებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, უკრაინაში განთავსდება.
ანტიბალისტიკური რაკეტების კოალიცია: 13 ივლისის შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეს ახალი გაერთიანება წარმოადგენს, რომელიც 9 ევროპული ქვეყნისგან + უკრაინისგან შედგება. გაერთიანების მიზანს ევროპის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს, რომელიც გამოხატულად თავდაცვითი ხასიათისაა.
- კოალიციაში შედიან: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი და უკრაინა.
Determined to accelerate progress to peace : Statement of the co-chairs of the Coalition of the Willinghttps://t.co/43sYNi2hT6
— French Aid to Europe 🇨🇵 🇪🇺 (@aidefranceukr) July 13, 2026
მოწადინეთა კოალცია: რას ნიშნავს? პარიზში კიდევ ერთხელ შეხვდნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერები არიან. აღნიშნული შეხვედრა გამორჩეული იყო იმით, რომ ბევრმა სახელმწიფოს მეთაურმა და მაღალი რანგის ჩინოვნიკმა მიიღო. მონაწილეობა.
- ეს კოალიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის ადმინისტრაცია ხელმეორედ დაბრუნდა. თავის მხრივ, მოსკოვში ამ ქვეყნებს მტრულად მიიჩნევენ და "მშვიდობის მოწინააღმდეგეებად" ნათლავენ.
The Coalition of the Willing. pic.twitter.com/sU3zaDK3Ao
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 13, 2026
არის კიდევ ერთი დეტალი: 14 ივლისს, საფრანგეთის ეროვნულ დღეს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა პირველად მიიღეს სამხედრო აღლუმში მონაწილეობა. უცხოელ მონაწილეთა შორის, უკრაინელებს ყველაზე მეტი - 25 ჯარისკაცით ჩაიარეს ჩვენებაზე, რომელიც ტრადიციულად შანზ ელიზეს გამზირზე გაიმართა.
"მოწადინეთა კოალიციის" სხვა ქვეყენებთან ერთად, ქვეყნის მთავარ აღლუმზე მოლდოველი სამხედროებიც იყვნენ წარმოდგენილები. წლების წინ, ქართულ მხარესაც აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ქართველი სამხედროები წელს სტუმართა სიაში არ ყოფილან.