18:15 | 04 სექტემბერი, 2026 — ვლადიმირ პუტინი
WaPo: რეტკლიფის ვიზიტი პუტინმა დასავლეთის სისუსტედ აღიქვა და ესკალაციას გეგმავს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტი ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის სისუსტედ აღიქვა და ესკალაციისთვის ემზადება.
ვითარების არსი: ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის ელიტაში თავის წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.
- წყაროს ცნობით, რეტკილიფის ვიზიტის მიზანი უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები იყო.
ჩაშლილად: ვითარებაში გაცნობიერებული წყარო რეტკლიფის გზავნილის შინაარსს შემდეგნაირად აღწერს: "თქვენი საქმე კარგად არ მიდის, მოლაპარაკებების დროა, რადგანაც აქედან 12 თვეში თქვენი მდგომარეობა უფრო უარესი იქნება."
- ამასთანავე რეტკლიფი ცდილობდა თავისი რუსი კოლეგების დარწმუნებას, რომ უკრაინელები არანაირი პირობებით არ გავლენ დონბასიდან.
- ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ, რეტკლიფმა განაცხადა, რომ მან გზავნილი ჩაიტანა, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ ეს ვითარებას შეცვლის.
სტრიქონებს შორის: გაზეთის რუსული წყაროების ცნობით, პუტინი კვლავ დარწმუნებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში არსებითი უპირატესობა აქვს და კიევის წინააღმდეგობის გატეხვა კვლავ დროის საკითხად მიაჩნია.
- ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, დონბასის მთელი ტერიტორიის დაკავება ვლადიმირ პუტინისთვის მინიმალური პროგრამაა, რომლის მიღწევის გარეშე ის მოლაპარაკებებსაც არ დაიწყებს.
- "კრემლში არსებობს აზრი, რომ ომის კიდევ რამდენიმე თვით გაგრძელება რუსეთის ეკონომიკისთვის პრობლემა არ იქნება, მაშინ როდესაც ეს შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს უკრაინისთვის"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
- გაზეთის ცნობით, თავად რეტკლიფის ვიზიტი სისუსტის ნიშნად აღიქვა და სწორედ ამის პასუხია კიევისა და უკრაინის უმსხვილესი ქალაქების უწყვეტის მასირებული სარაკეტო და დრონების დარტყმები.
კონტექსტი: ჯონ რეტკლიფი მოსკოვს 25 აგვისტოს ეწვია - ვიზიტის მიზნებზე დასავლური პრესა სხვადასხვა ცნობებს ავრცელებდა.
- New York Times-ის ცნობით, რეტკლიფმა მოსკოვს შეთანხმების წინადადებები გადასცა; Axios-ის ცნობით, CIA-ის დირექტორმა რუს კოლეგებს სამმხრივი სამიტის ორგანიზება შესთავაზა პუტინის, ტრამპის და ზელენსკის მონაწილეობით.
- Wall Street Journal წერდა, რომ ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი იყო პუტინის გაფრთხილება ნატოს წევრ სახელმწიფოებზე დაუშვებლობის შესახებ.
- რუსული დამოუკიდებელი მედია Агенство-ს ცნობით, თავდაპირველად პუტინი მზად იყო რეტკლიფთან შესახვედრად და მხოლოდ მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც მისი გზავნილის შინაარსი გააცნეს.