ახალი ამბები

08:13 | 24 თებერვალი, 2022 — რუსეთი

ზელენსკი: არანაირი ომი არ გვინდა, მაგრამ თუ შემოგვიტევენ თავს დავიცავთ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის შეჭრის გაზრდილი საფრთხის ფონზე მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის 11 წუთიანი მიმართვიდან მხოლოდ 2 წუთი იყო უკრაინულად დანარჩენი დრო კი მან რუსეთის მოსახლეობას რუსულად მიმართა.

"მე ზუსტად ვიცი, რომ ეს მნიშვნელოვანია თქვენთვის - ჩვენ არ გვჭირდება ომი, არც ცივი, არც ცხელი, არც ჰიბრიდული, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან - შეეცდებიან წაგვართვან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე, ჩვენ თავს დავიცავთ", - თქვა ზელენსკიმ. 

მასალა განახლებადია. 


ასევე ნახე