უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ოთხ ბრძანებულებას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების, "რუსალში" შემავალი კომპანიებისა და მულტსერიალ "მაშა და დათვის" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
ვითარების არსი: სანქციები დაწესდა სერიალის შემქმნელ სტუდია "ანიმაკორდისა" და ხუთი რუსის წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან სტუდიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ასევე სცენარის ავტორი, თანაპროდიუსერი და მულტფილმზე უფლებების მფლობელი.
- უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში განაცხადეს, რომ სერიალი "მაშა და დათვი" ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს, რომლებიც საბავშვო კონტენტად არის შეფუთული, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას.
სტრიქონებს შორის: მულტფილმ "მაშა და დათვის" მიმართ პრეტენზიები სხვა ქვეყნებშიც გაჩნდა.
- ივლისში ბრიტანელ პოლიტიკოსთა ჯგუფმა ღია წერილი მისწერა ქვეყნის კულტურის მინისტრს მოთხოვნით, სერიალი სტრიმინგ პლატფორმებიდან ამოეღოთ და განმარტა, რომ ის წარმოადგენს პროპაგანდას, თანაც "არცისე დახვეწილს."
- ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ მულტსერიალს უწოდა "კრემლის რბილი ძალის ნაწილი, რომელსაც პროკრემლისტური, მილიტარისტული სახეები შეაქვს საბავშვო გასართობ კონტენტში და ამით რუსული აგრესიისა და იმპერიული ამბიციების ნორმალიზებას ახდენს."
დიდი სურათი: 2025 წლის აგვისტოში, მულტფილმ "მაშა და დათვის" არხი YouTube-ზე უკრაინელებს შორის ყველაზე პოპულარული საბავშვო არხების რეიტინგის სათავეში მოექცა.
- მულტფილმის ერთ-ერთ სერიაში მთავარი გმირი გამოჩნდა НКВД-ს ქუდით - საბჭოთა კავშირის მთავარი რეპრესიული ორგანოსი, რომელიც ანტისაბჭოთა განმათავისუფლებელი მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული.