14:48 | 20 ივლისი, 2026 — კირ სტარმერი
Brexit, პოლიტიკური ქაოსი და ახალი იმედი: ენდი ბერნემი - რუკა და ტერიტორია (S2) EP19
Brexit-ის შემდეგ ბრიტანეთი უკვე წლებია პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. რა გავლენა იქონია ევროკავშირის დატოვებამ ქვეყნის პოლიტიკაზე, რატომ აღმოჩნდა კირ სტარმერი გადადგომის აუცილებლობის წინაშე და ვინ არის ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერი, ენდი ბერნემი?
პოდკასტის მე-19 ეპიზოდში ამ საკითხებზე „რეალპოლიტიკის“ ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე და ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე მსჯელობენ. დისკუსია ეხება Brexit-ის შედეგებს, ბრიტანეთის საარჩევნო სისტემის თავისებურებებს, ბოლო წლების პოლიტიკურ კრიზისს, ენდი ბერნემის ბიოგრაფიას, მის პოლიტიკურ ხედვებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.
ასევე განიხილება, როგორ შეიძლება შეიცვალოს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობები ახალი მთავრობის პირობებში.